თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე ადვოკატი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, იურისტი, „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ნოდარ ილურიძე, სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის   115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0