საპატრიარქოს საავადმყოფოდან ნაოპერაციევი პაციენტი დაიკარგა

© photo: GPMC / FB საპატრიარქოს საავადმყოფო
საპატრიარქოს საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პოლიცია მერვე დღეა ეძებს 63 წლის თამაზ აივაზოვს, რომელიც საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან ოპერაციის შემდეგ დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აივაზოვს კუჭის ოპერაცია გაუკეთდა, სამი დღის შემდეგ კი მამაკაცი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

აივაზოვის ოჯახი სამედიცინო ცენტრის დაცვის წარმომადგენლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თავად ცენტრში კი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.

„პაციენტი გაიპარა, ხელში ედგა კათეტერი, ვერ ვპოულობთ... ექიმმა თქვა, რომ პალატაში როცა შევიდა იგი ადგილზე არ დახვდა. დაცვას ვკითხე სად წავიდა-თქო და არ ვიციო..."- განაცხადა დაკარგული მამაკაცის ნათესავმა გიორგი აივაზიშვილმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0