19:09 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1290)
64 0 0

მსჯავრდებული სასჯელს 2015 წლიდან ძარცვის ბრალდებით იხდიდა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 39 წლის მსჯავდებული გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

შემთხვევა გუშინ, 21 ოქტომბერს მოხდა.

მსჯავრდებული სასჯელს 2015 წლიდან ძარცვის ბრალდებით იხდიდა.

უწყების ცნობით, მსჯავრდებული პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. კერძოდ, მას სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმარს ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. 30 აგვისტოდან ის იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

21 ოქტომბერს პატიმარი შეუძლოდ გახდა და საკანში ოჯახის ექიმი გამოიძახეს. უწყების მტკიცებით, სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული უგონო მდგომარეობაში დახვდა, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის მცდელობის მიუხედავად, მსჯავრდებულისე გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1290)

მთავარი თემები