„სარფის" საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

© Sputnik/Denis Aslanovსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია ოქროს ნაკეთობები

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის" გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სპეციალური სამალავებიდან 1 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 ათას ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0