18:27 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (814)
90 0 0

ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 8 ათას ლარს აღწევს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,გუგუთში" ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ძვირფასი თვლებით.

საერთო ჯამში ამოღებულია 8 ათას ლარამდე ღირებულების 72,2 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7,819 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (814)

მთავარი თემები