მეტროს სადგურ „გოცირიძესთან" 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო სამსახური
სასწრაფო სამედიცინო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდს სარკინიგზო შემადგენლობა დაეჯახა, იუწყება ქართული მასმედია.

მომხდარის შედეგად 12 წლის მოზარდი დაშავდა, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. არასრულწლოვანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0