მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საბერძნეთში 74 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ქართველებმა აწამეს

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულის განცხადებით, მისი წამება სამ საათს გრძელდებოდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საბერძნეთის პოლიცია ქართველ დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს, რომელსაც ბრალად ედება 74 წლის მამაკაცის წამება, იუწყება  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი CNN Greece-ზე დაყრდნობით.

ათენი - Sputnik საქართველო
ავარია საბერძნეთში: დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა

შემთხვევა საბერძნეთის რეგიონ ვულაში მოხდა. ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები 74 წლის მამაკაცს სახლში შეუვარდნენ და სამი საათის განმავლობაში აწამებდნენ. კერძოდ, მძარცველებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და თავს წყლით სავსე აბაზანაში აყოფინებდნენ, რომ სეიფის შესახებ ინფორმაცია ეთქვა. 

დაზარალებული ამტკიცებს, რომ მძარცველები ქართველები იყვნენ. დამნაშავეებმა სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაიღეს და მიიმალნენ. პოლიცია მათ ამ დრომდე ეძებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0