12:05 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (53)
106 0 0

ოთხ სხვადასხვა სასტუმროში ამ დროისთვის 220 ადამიანი, 55-მდე ოჯახია განთავსებული, თუმცა დღის ბოლომდე აღნიშნული მოქალაქეების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც შაბათ დილით აფეთქება მოხდა, მოსახლეობას ნივთების გამოტანის მიზნით შესვლის უფლება მისცეს, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, კორპუსში და მის ეზოში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს ნივთების გამოსატანად საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით ეტაპობრივად უშვებენ.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ზარალის დათვლა დასუფთავების სამუშაოების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, ასევე დგინდება მოპირდაპირე კორპუსში დაზიანებები.

არსებული ინფორმაციით, ოთხ სხვადასხვა სასტუმროში ამ დროისთვის 220 ადამიანი, 55-მდე ოჯახია განთავსებული. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. როგორც რაიონულ გამგეობაში აცხადებენ, დღის ბოლომდე აღნიშნული მოქალაქეების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დაზიანებულ კორპუსში სულ 77 ოჯახი ცხოვრობს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები და თუ შემოწმების შედეგად კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო აღმოჩნდება, დანარჩენი სართულების მცხოვრებლები საკუთარ ბინებში დაბრუნებას ერთ კვირაში შეძლებენ, კომუნიკაციების აღდგენას კი 10 დღე დასჭირდება.

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე შაბათ დილით მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

თემები:
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (53)

მთავარი თემები