11:19 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (53)
136 0 0

მამაკაცს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაშავებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აფეთქება თბილისში: რა ხდება ტრაგედიის ადგილას >>

39 წლის მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა, შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

„პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ის წევს ისევ რეანიმაციაში. უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. არის კონტაქტური“, - ამბობს მკურნალი ექიმი გიორგი დავლიანიძე.

შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, ერთ-ერთი მათგანი  მერვე საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს და მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მას, სავარაუდოდ, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შესახებაც ბინის მფლობელი რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.

აფეთქების შედეგად კორპუსში დაინგრა კედლები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. კორპუსის მობინადრეები ევაკუირებული არიან.

თემები:
აფეთქება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში (53)

მთავარი თემები