ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს

გამოწერა
დაკავებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ფონიჭალის დასახლებაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა.

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 26 წლის ა.პ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ფონიჭალის დასახლებაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ოთხ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

პოლიციამ ფონიჭალაში ხუთი ნარკომოვაჭრე დააკავა >>

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0