სამცხე-ჯავახეთში მეხის დაცემით მამაკაცი გარდაიცვალა

© photo: Pixabay / FelixMittermeierელვა
ელვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, შაბათს მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ადგილობრივი მწყემსია. ასევე დაიხოცა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. სხვა დეტალები უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0