23:14 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
მოსამართლის ჩაქუჩი

სისხლიანი გარჩევა ყიფშიძეზე: დაჭრილ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (578)
88 0 0

მოსამართლემ ლევან ძნელაძისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე ღუდუშაურის კლინიკაში იმსჯელა, რადგან დაჭრილი ბრალდებული ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ძნელაძეს, რომელსაც ბრალად  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება ედება, პატიმრობა მიესაჯა.

30 სექტემბერს, ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკებისას ორი მამაკაცი დაიჭრა, რომელთა შორის ერთ-ერთი თავად ლევან ძნელაძე იყო. ამიტომ დაკავებამდე ის დაზარალებულად ითვლებოდა.

ლევან ძნელაძეს საქმეზე მოსამართლემ ღუდუშაურის კლინიკაში იმსჯელა, სადაც ამ ეტაპზე ბრალდებული მკურნალობას გადის.

დაცვის მხარემ ლევან ძნელაძისთვის გირაოს 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვდა.

პოლიციამ  47 წლის ლევან ძნელაძე ვაკეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 15 ოქტომბერს დააკავა. სამართალდამცველებმა მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით,  წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ლევან ძნელაძის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ძნელაძე ირწმუნება, რომ მას არავინ დაუჭრია.

ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 10 ოქტომბერს თბილისში კიდევ ორი პირი დააკავეს.

1962 წელს დაბადებულ ზაზა ცინცაძეს და 1973 წელს დაბადებულ დავით ჯაშს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცინცაძემ და ჯაშმა ძნელაძეს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამას წინ უძღოდა ძნელაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცინცაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, აღნიშნავენ შსს-ში.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (578)

მთავარი თემები