12:55 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2036)
86901

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ხაშურში, კლინიკა „ევექსის" საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერც ჩვილის გადარჩენა მოახერხეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Qartli.ge.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო, თუმცა პრობლემების წარმოშობის შემდეგ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

„მედიკოსებმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა, სამწუხაროდ, ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“, – განაცხადეს კლინიკაში.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. ლიცენზია შეუჩერდა რამდენიმე ექიმს.

„ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენს კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა“, – აღნიშნეს კლინიკაში.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2036)

მთავარი თემები