ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

© Pixabay / Ichigo121212ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, 11 ოქტომბერს ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს 30 წლის  ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა: რა გახდა მკვლელობის მიზეზი

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ორი ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა, რომელიც ეჭვმიტანილმა დაზარალებულის სამსახურში – მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეაგდო.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

„შენ დაცულ ქალთა უფლებებს შე...ი ბაია პატარაია“ – თათია სამხარაძე დუმილს არღვევს >>

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ქალს ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვის ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდებოდა აღნიშნული კონფლიქტი, რა დროსაც მამაკაცმა სანადირო თოფი გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0