20:15 14 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1556)
10301

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში 27 წლის მამაკაცი კისრის არეში დაჭრილი საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„პაციენტი საავადმყოფოში კისრის არეში ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობით შემოიყვანეს, რომელიც პასიურად კონტაქტური იყო, ახალგაზრდა კაცს დაუმუშავდა ჭრილობა და გაიკერა, ახლა კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", – განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1556)

მთავარი თემები