ვინ არის ბიჭი, რომელიც გოგოს ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდა

© photo: Pixabay / DariuszSankowski ქალი მობილურ ტელეფონზე წერს შეტყობინებას
ქალი მობილურ ტელეფონზე წერს შეტყობინებას - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელში ბრალდებულის ოჯახს დადებითად ახასიათებენ, ის მუშაობდა სალონში სტილისტად, ჰყავდა საცოლე და დაქორწინებას აპირებდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 26 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქალს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდა, ლევან მენაბდიშვილია, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

პოლიციის განყოფილება წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისში მობილურ ტელეფონებს მოტყუებით ეუფლებოდნენ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა, რის შემდეგაც ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის გასაჯაროების მუქარით აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე ფულის სისტემატურად ჩარიცხვას აიძულებდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მენაბდიშვილი სოფელ ტინისხიდში მშობლებთან და ძმებთან ერთად ცხოვრობს. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად მენაბდიშვილი ძმებთან ერთად დააკავეს, რადგან თავდაპირველად ვერ მოახერხეს ბრალდებულის იდენტიფიცირება. მოგვიანებით კი მენაბდიშვილის ძმები გაათავისუფლეს.

სოფელში ბრალდებულის ოჯახს დადებითად ახასიათებენ, ის მუშაობდა სალონში სტილისტად, ჰყავდა საცოლე და დაქორწინებას აპირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0