06:59 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
პოლიცია ქართლში

მტკვრის მიერ გამორიყული მამაკაცის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (589)
22301

სამართალდამცველები გარდაცვლილის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს 17 საათია კითხავენ

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში, მდინარე მტკვრის მიერ გამორიყული დავით მუმლაძის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გუშინ გამორიყა.

დავით მუმლაძის მეგობრების დაკითხვა ქვემო ქართლის პოლიციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები გარდაცვლილის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს 17 საათია კითხავენ. გეთაშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ დაღუპულის მეგობარზე ზეწოლა ხდება, მათივე ინფორმაციით, გეთაშვილთან ადვოკატსაც არ უშვებენ.

„ჩემი მეუღლე დაღუპული 36 წლის მამაკაცის, დავით მუმლაძის მეგობარია. დავით მუმლაძე ბოლოს სწორედ ჩემმა მეუღლემ ნახა. დავით მუმლაძე პირველ ოქტომბერს გაუჩინარდა, გუშინ კი მისი სხეული მტკვარმა რუსთავში გამორიყა“, – განაცხადა ლელა გეთაშვილმა.

საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (589)

მთავარი თემები