08:34 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1346)
72610

დაკავებული ორი წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან თუ სამსახურთან და ქორწინებას სთხოვდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული ორი წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან თუ სამსახურთან და ქორწინებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შემდეგაც ჩხეიძემ „112“-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, დანარჩენზე კი არ ისაუბრებს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის გირაოს გამოყენებას, დაცვა კი 2 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს დაინიშნა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1346)

მთავარი თემები