თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიავტომატი „აკმ“
ავტომატი „აკმ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულის ბინიდან ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 საბრძოლო ვაზნა

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 30 წლის ა.დ., დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი, კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ >>

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0