ვარკეთილში ნგრევის საშიშროების გამო ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

© Sputnik / STRINGERვარკეთილში ნგრევის საშიშროების გამო ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს
ვარკეთილში ნგრევის საშიშროების გამო ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,  ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კორპუსი ყველა მცხოვრებმა დატოვა. ორი მოქალაქე კი, რომელთაც თავად გადაადგილება არ შეეძლოთ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით გაიყვანეს.

უწყების ინფორმაციით,  დაშავებული არავინ არის.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ყველა ახალი ამბავი
0