13:41 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (988)
44801

დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული უთანხმოება სახელდება

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმამ ძმა მოკლა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა სოფელ ჯუმში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ მოხდა. უწყების ცნობით, ძმამ ძმას ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივად წარსულში არსებული უთანხმოება სახელდება.

ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული, 36 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

რაც შეეხება გარდაცვლილს, გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი  წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (988)

მთავარი თემები