რატომ მოიკლა თავი არასრულწლოვანმა: პოლიციამ ექვსი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს სასჯელის სახით ორიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ვარკეთილის მესამე  მასივში 16 წლის ბიჭს  მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.  გავრცელებული ინფორმაციით, ის კორპუსის სახურავიდან გადმოხტა.

ხუთი ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათი ასაკი 17-დან 21 წლამდე მერყეობს. მათ შორის არიან წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ასევე ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი პირები.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე კიდევ ერთი, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი პირიც დააკავეს, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის" ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის პირველი  ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით.

ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭი გადმოვარდა >>

დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0