23:06 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1970)
97 0 0

მოსახლეობა ირწმუნება, რომ მწერის ნაკბენი ალერგიას იწვევს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ფოთში მოსახლეობა  მცირე ზომის მწერების მომრავლებას უჩივის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივების თქმით, მწერის ნაკბენი ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მაია მაკალათიას ინფორმაციით, საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და შეწამვლით სამუშაოებსაც განახორციელებს.

„დღის განმავლობაში არაერთი ზარი დაფიქსირდა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოქალაქეები რეკავდნენ, რომ გავრცელებულია რაღაც მწერები და ეს მართლაც დასტურდება. ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ საკითხის მოგვარებაში, რათა პრობლემა დროულად იქნეს ლოკალიზებული. დავუკავშირდით ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს. გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც დღის ბოლომდე ეწვევა ქალაქს. ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები და დადგინდება, თუ რა სახის მწერია და საიდან გავრცელდა“, - განაცხადა მაია მაკალათიამ.

მაია მაკალათიას თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, საიდან მომრავლდა ეს მწერი, თუმცა მიაჩნია, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)

მთავარი თემები