23:17 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1212)
122 0 0

დაკავებულის შვილი სამართალდამცველების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის იძებნება

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. კახეთში 82 წლის მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ინცინდენტი სოფელ ბოდბისხევში მოხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით ერთ- ერთი ავტომობილი გააჩერა.  პოლიციელებმა მძღოლის შემოწმება დაიწყეს, რა დროსაც  შენიშნეს, რომ  გვერდით მჯდომი მგზავრი საეჭვოდ იქცეოდა. მას თან ასევე საეჭვო ნივთი ჰქონდა.

საეჭვო მგზავრი მანქანიდან გადავიდა და გაიქცა. მას ერთ-ერთი პოლიციელი  დაედევნა. გაქცეული საკუთარ სახლში შევიდა, სადაც მას ოჯახის წევრები გამოექომაგნენ. მათ  სამართალდამცველს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პირმა, ვის მიმართაც პოლიციელი დევნას ახორციელებდა, გადააგდო საეჭვო ნივთი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

გაქცეულის მამა სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევისთვის და თავდასხმისთვის დააკავეს.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, შსს-ს ცნობით, მის მიმართ სამართლებრივი პრეტენზიები არ არსებობს.

გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამართალდამცავებზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1212)

მთავარი თემები