გორის ციხიდან არასრულწლოვანი გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა გარე განათების სისტემას ამონტაჟებდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გორის ციხიდან 17 წლის ბიჭი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გორის ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრიკოსად მუშაობდა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა კაცი გარკვეულ სიმაღლეზე გარე განათების სისტემას ამონტაჟებდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. მან დაზიანებები თავის არეში მიიღო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0