06:57 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
მართლმსაჯულება

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (590)
115 0 0

მოსამართლის გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ბავშვის მამის ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნო და ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მკვლელობა მიმდინარე წლის მაისში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოხდა, იმ სახლში, სადაც 16 წლის ბრალდებული თავის მეუღლესთან და 7 თვის შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვის დედამ ის გვიან ღამით გაგუდა, თავად კი მიიმალა. ცხედარი გამთენიისას ბავშვის მამამ აღმოაჩინა. შვილის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 21 მაისს დააკავეს.

განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ დღეს გამოაცხადა. მისი განმარტებით, დედას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლით, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ეს ვადა ¼-ით შეუმცირდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გარდაცვლილი ბავშვის მამის ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„ჩვენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, გავმართავთ საპროტესტო აქციებს პარლამენტის წინ. მაჩალიკაშვილის ამბავი მოგონება იქნება, ექვსი წელი – ეს არის მინიმალური სასჯელი", – აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის მამის ოჯახის წევრები.

ბრალდებულის ახლობლები განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (590)

მთავარი თემები