10:51 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1970)
35 0 0

​ხანძრის გამომწვევ მიზეზად თხევადი გაზის ბალონის აფეთქება დაასახელეს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ხანძარი თხევადი გაზის ბალონის აფეთქების გამო გაჩნდა. დამწვარია საოჯახო ტექნიკა და ნივთები.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)

მთავარი თემები