ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

112-ის ექიმები - Sputnik საქართველო
მტკვარმა რუსთავში დაკარგული მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი გუშინ, ღამით ერთ-ერთმა მწყემსმა სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ აღმოაჩინა.

შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში ცხოვრობდა და ძმასთან ერთად სოფელ კოღოთოში ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0