10:08 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1211)
61 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის" დამფუძნებელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა კომპანია „არგი–ჯგუფის" დამფუძნებელი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი–ჯგუფის" 100%-იანი წილის მფლობელმა დირექტორმა ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია".

აღნიშნული კომპანიის დირექტორი დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს.

თავის მხრივ, შპს „არგი–ჯგუფის" დირექტორმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და „ქართულ-ამერიკულ სამშენებლო კომპანიას" დაუდასტურა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც შპს „არგი–ჯგუფის" მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.

გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1211)

მთავარი თემები