08:29 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)
141 0 0

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის საქმეზე კიდევ ბევრს მისცემენ პასუხისგებაში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მკვლელობა და პოლიტიკა – რა კითხვები დაუსვეს სასამართლოზე შვილმოკლულ ზაზა სარალიძეს >>

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

„სავარაუდოდ ძალიან ბევრი დაჭერები წავა. სამოხელეო ნაწილშიც დაწყებულია. ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა.

პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოთხივე მოწმემ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა დადგეს შედეგი სამოხელეო დანაშაულზე. საქმეში ნამდვილად იკვეთება სამოხელეო დანაშაული და ვფიქრობ, არც საზოგადოება არ გაჩერდება და მიადევნებს თვალყურს ბოლომდე. ჩვენ გვქვს მოლოდინი იმის, რომ ყველა პირი, ვინც ამ კუთხით გამოიკვეთება დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

კალანდია გარკვეული დროის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა ის მოგვიანებით დააკავეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლის, 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით.

კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა პირთა ჯგუფმა, მანამდე მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია კი ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.

სისხლის სამართლის საქმის ისტორია

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალე დააკავეს.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.

მირზა სუბელიანმა საპატიმრო დატოვა >>

ერთი წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. ამჟამად თითოეულ მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)

მთავარი თემები