საქართველოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები შემოჰქონდათ

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს გადაეცა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გორში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

უწყების ცნობით, 17-21 სექტემბრის პერიოდში ეჭვის საფუძველზე საქართველოს, პორტუგალიისა და პოლონეთის მოქალაქეების პირადი და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული (ჯამში 45 აბი და 14 კაფსულა), ფსიქოტროპული (14 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება „ჰაშიში" (4.63 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს გადაეცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0