მეშვიდე სართულიდან გადმოვარდილი 14 წლის გოგონა გარდაიცვალა

© photo: Sputnikპალატა
პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 14 წლის გოგონა, რომელიც ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა, აცნობა „Sputnik–საქართველოს" კლინიკა New Hospitals-ის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ოპერაცია კლინიკაში - Sputnik საქართველო
ფონიჭალაში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

გოგონას მოტეხილობები ჰქონდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა მოთავსებული.

„იგი დაახლოებით ერთი საათის წინ გარდაიცვალა, ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენისთვის ყველაფერი გააკეთეს, დაზიანებები, რომლებიც მას ჰქონდა მიღებული, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს", – განაცხადა სააგენტოსთან უწყების წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0