თბილისში 14 წლის მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBკლინიკა New Hospital-ის ახალი შენობა
კლინიკა New Hospital-ის ახალი შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ფონიჭალაში 14 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. მოზარდს დამატებითი კვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0