04:20 22 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3158
  • 100 RUB4.6607
  • USD2.9701
დანაშაულის ადგილი

„ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი მსხვერპლი: თერჯოლის რაიონში 14 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tape
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (847)
82110

გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში ბებიამ და ბაბუამ იპოვეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, იუწყება გაზეთი „რეზონანსი".

ადგილობრივები თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად საშიშ ინტერნეტ-თამაშს, ეგრეთ წოდებულ „ლურჯ ვეშაპს“ ასახელებენ.

14 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი ბებიამ და ბაბუამ იპოვეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს სოფელ ჭოგნარის სკოლის მოსწავლეები და გარდაცვლილის მშობლები.

პოლიციამ მოზარდის კუთვნილი კომპიუტერი და ტელეფონი შემდეგი საგამოძიებო პროცედურებისთვის წაიღო.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თამაში „ლურჯი ვეშაპი" გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს მოთამაშეს ე.წ. კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ან ფატალური შედეგითაც კი მთავრდება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (847)

მთავარი თემები