02:25 18 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2980
  • 100 RUB4.6380
  • USD2.9682
პოლიცია დამნაშავეს აკავებს

4 წლამდე პატიმრობა ყალბი ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების გამო

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (520)
62 0 0

ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტებით მატერიალური სარგებლის მიღება სცადა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთში ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერთ-ერთ კომპანიაზე განხორციელდა 54 ათასი ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (520)

მთავარი თემები