ყვირილი და სროლა: თბილისში მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლები არკვევენ, თუ რა გახდა ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში სისხლიანი გარჩევის მიზეზი.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი წუხელ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაახლოებით რვა გასროლის ხმა გაიგეს, რასაც ხმაური, ყვირილი მოჰყვა. მეზობლები გარეთ გავიდნენ. სროლას წინ სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდა.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ვარკეთილში შუახნის მამაკაცი მოკლეს>>

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0