00:38 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (922)
217 0 0

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულმა თბილისში, ქართული კინოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 34 წლის მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 სექტემბერს მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მეორე ნაწილით. დანაშაული ოთხიდან შვიდ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობის მოტივის შესახევ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (922)

მთავარი თემები