18:12 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ნარკოტიკი

გორში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

CC0 / Pixabay / stevepb
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (531)
79 0 0

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 15 სექტემბერი -  Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში 50 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  სამართალდამცველებმა ბრალდებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეექვსე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (531)

მთავარი თემები