22:42 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1970)
92 0 0

აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩნდათ

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 10-13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ საზღვარზე კანონდარღვევით სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და  ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

პოლიციამ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოართვა. თითოეულს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარი დაეკისრათ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1970)

მთავარი თემები