ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობის ოფიცერი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა ოფიცერს ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, რათა მას მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი ვაჟა ბ. დააკავეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქრთამი უმაღლესში ჩარიცხვის სანაცვლოდ: სკანდალი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

როგორც გამოძიებით დადგინდა, ვაჟა ბ.-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.

სუს-მა კანონსაწინააღმდეგო გარიგების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულო 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ანგარიში: იღებენ თუ არა საქართველოში ქრთამებს >>

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0