ბათუმში მანქანისა და მოპედის გამტაცებლები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა,  ა.ძ.-მ ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის ბათუმი-სუფსის საავტომობილო გზის სუფსის მონაკვეთზე დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
რუსთავში ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიციამ გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება მ.ბ.-ს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ყველა ახალი ამბავი
0