სპეცოპერაცია თბილისის შესასვლელთან: შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპოლიციო ლენტი
საპოლიციო ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაცია ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღების მიზნით ჩატარდა

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის შესასვლელთან აღმაშენებლის ხეივანზე ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თვითმხილველების განცხადებით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს Chevrolet-ის მარკის ავტომობილიდან ხელყუმბარები ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0