06:53 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
შსს-ს შენობა

პირველი არხის სერვერებზე განხორციელებული კიბერშეტევით სამართალდამცველები დაინტერესდნენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (583)
96 0 0

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. პირველი არხის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და იქ არსებული მონაცემების შეცვლის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, აცნობეს „Sputnik -საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე  მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სერვერზე კიბერშეტევა დღეს განხორციელდა,

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში ვირუსი გავრცელდა, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები. ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა“, - იუწყება ტელევიზია.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ჰაკერებმა ტელეკომპანია TV Pirveli-ს ცენტრალური სერვერი დაავირუსეს, რითაც არხის მუშაობის პარალიზება მოხდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (583)

მთავარი თემები