მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

CC BY 2.0 / Trishhhh / DSC_0513იტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 42 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე ბინისა და კერძო სახლის გაქურდვაშია ბრალდებული, ქალაქ მესტრეს პოლიციამ დააპატიმრა. ამასთან, უწყებამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.

ყველა ახალი ამბავი
0