04:10 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
ხორცკომბინატი

ანტისანიტარია და ვირთხები: კახეთში ხორცისა და თევზის ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინეს

© photo: National.Food.Agency / FB
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (745)
88 0 0

სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია ამოღებულია და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთში კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში არსებულ სამ საწარმოში ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდნენ, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია ამოღებულია და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რას ფალსიფიკაციას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)

მთავარი თემები