ვინ და რატომ დაჭრა დალი ჩიტალაძის ვაჟი – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, იუწყება ქართული მედია.

შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც დაჭრეს, მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ვაჟი, 39 წლის ვახტან სუთიძეა. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გიორგი გასვიანი - Sputnik საქართველო
„ეკლესიიდან მოდიოდა და თავს დაესხნენ“ - გიორგი გასვიანი დაჭრილ კაცზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სუთიძეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.

პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0