თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კაცზე, რომელიც თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრეს, მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ვაჟი, 39 წლის ვახტან სუთიძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ავრცელებს.
მისი თქმით, ბიჭს არამდგრადი ფსიქიკის ადამიანი ეკლესიიდან გამოჰყვა და სადარბაზოში თავს დაესხა. დაჭრილი მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.