22:26 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (1506)
86510

თარხნიშვილზე კაცი სახლის სადარბაზოში დაჭრეს

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კაცზე, რომელიც თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრეს, მოდის ექსპერტის დალი ჩიტალაძის ვაჟი, 39 წლის ვახტან სუთიძეა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ავრცელებს.

მისი თქმით, ბიჭს არამდგრადი ფსიქიკის ადამიანი ეკლესიიდან გამოჰყვა და სადარბაზოში თავს დაესხა. დაჭრილი მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (1506)

მთავარი თემები