ფრთხილად! ავტოსკოლები ყალბ დოკუმენტებს გასცემენ: გამოვლენილია ხუთი ფაქტი

გამოწერა
აღნიშნული დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება–გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასლარიანები - Sputnik საქართველო
ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-ლარიანი კუპიურებია: სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავეები, რომლებსაც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ავტოსკოლები ჰქონდათ გახსნილი, ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეებზე გასცემდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მომზადების სასწავლო პროგრამის გავლის ყალბ მოწმობებს აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე.

გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0