19:18 29 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6232
  • 100 RUB4.2168
  • USD3.2896
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1344)
115 0 0

მომხდარს სამთავისში დიდი შეცდომა უწოდეს და აღიარეს, რომ ეს შეცდომა სიჩქარეში დაუშვეს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სამთავისის ეზოში თვითნებურ მშენებლობასთან დაკავშირებული ინციდენტი ამოწურულია – საფეხმავლო ბილიკის სამუშაოები საკათედრო კომპლექსთან შეჩერებულია, იუწყება პირველი არხი.

რამდენიმე დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამთავისის კომპლექსის ეზოში ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით საპროექტო დოკუმენტაციის სახელმწიფო უწყების საბჭოსთან შეუთანხმებლად სავალი გზის მონაკვეთი ეწყობა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინასწარი შეფასებით, ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული.

უწყების ცნობით, უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილობრივ ეპარქიას წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა.

როგორც გამოირკვა, ეროვნული სააგენტოს ჩარევის შემდეგ კასპის ეპარქიამ მშენებლობა შეწყვიტა. ეპარქიაში აღიარეს, რომ სამუშაოების დაწყება სააგენტოს ნებართვის გარეშე „დიდი შეცდომა იყო" და ეს მხოლოდ უწყებასთან შეთანხმების შემდეგ გაგრძელდება.

„ეს შეცდომა სიჩქარით მოგვივიდა. სიტყვიერი შეთანხმება იყო სააგენტოს თანამშრომლებთან წლების განმავლობაში... მე არ ვიცი, ვისთან, ეს საუბარი ეპარქიის წინამძღვარს ჰქონდა. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დავიწყეთ სამუშაოები სამი კვირის წინ. მოვიდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან და მოგვცეს შენიშვნები, შეიტანეს გარკვეული კორექტირება. ეს არ უნდა დაწყებულიყო პროექტის გარეშე და შევჩერდით. ვიჩქარეთ და აღარ დაველოდეთ ნებართვის მიღებას", – განაცხადა პირველ არხთან მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენია ისიდორამ.

მისი თქმით, ძველი გზით ძალიან რთული იყო ტაძართან მისვლა, ამიტომ 6 სექტემბრისთვის, როდესაც ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა, სასულიერო პირებმა გზის კეთილმოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.

კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია: შუა საუკუნეების ტაძარში „რემონტი“ ჩაატარეს>>

სამთავისი შუა საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში. ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი ასევე XI საუკუნით თარიღდება.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1344)

მთავარი თემები